ჰუბერტ ქნირში - პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია, ხელს მოაწერს თუ არა მიშელის დოკუმენტს, მაგრამ მაშინ უნდა თქვან, რა უკეთესი გეგმა აქვთ საქართველოს წინ წასაყვანად
პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია, ხელს მოაწერს თუ არა მიშელის დოკუმენტს, მაგრამ მაშინ უნდა თქვან, რა უკეთესი გეგმა აქვთ საქართველოს წინ წასაყვანად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების შეფასებისას საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტის ქვეყნის წინ წაწევა შეუძლია.
„ჯერ არ მქონდა საშუალება, განმეხილა ეს საკითხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფთან, რომელიც სულ მალე გაჩნდება პარლამენტში. მოხარული ვარ, რომ ყველა პარტია იმუშავებს საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტი სრულად იფუნქციონირებს. მიშელის დოკუმენტი არის კარგი გეგმა, რომელსაც საქართველოს წინ წაწევა შეუძლია. ეს დიდი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. პოლიტიკური პარტია თუ გადაწყვეტს, ხელი არ მოაწეროს შეთანხმებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაშინ უნდა თქვან, რა უკეთესი გეგმა აქვთ საქართველოს წინ წასაყვანად და მშვიდობის დასამყარებლად ქვეყანაში, თანამშრომლობისთვის ქვეყნის ევროპული მომავლის განვითარებისთვის“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.