ჰუბერტ ქნირში - მეგობრული კრედიტები საქართველოსთან კარგი თანამშრომლობის გამოხატულებაა და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ
ჰუბერტ ქნირში - მეგობრული კრედიტები საქართველოსთან კარგი თანამშრომლობის გამოხატულებაა და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ

მეგობრული კრედიტები საქართველოსთან კარგი თანამშრომლობის გამოხატულებაა და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლა ხომ არ ნიშნავს დაფინანსებისა და გრანტების შეწყვეტას“.

„ევროკავშირთან თქვენს პარტნიორობაზე ევროკავშირის დელეგაცია უპასუხებს. რაც შეეხება გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს, ეს მეგობრული კრედიტები არის გამოხატულება ჩვენი კარგი თანამშრომლობის და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ელჩმა.