ჰუბერტ ქნირში - გერმანიას აქვს ნატო-ს სხვა წევრების მსგავსი პოზიცია, საქართველო გახდება ალიანსის წევრი
გერმანიას აქვს ნატო-ს სხვა წევრების მსგავსი პოზიცია, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც ეს განისაზღვრა 2008 წელს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არაერთხელ განაცხადეს.
„ჩვენ გვაქვს იგივე პოზიცია, რაც აქვთ ნატო-ს სხვა ქვეყნებს. ეს განისაზღვრა 2008 წელს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს ითქვა გასულ წელს, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკული თანამშრომლობის საფუძველი ნატო-ს და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.