ჰუბერტ ქნირში - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები პარტიების პროგრამებს შეისწავლიან და შეაფასებენ, არის თუ არა ეს პროგრამები რეალისტური
სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ განვითარებებზე დაკვირვება ყველა საელჩოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და საინტერესოა, ამის გაკეთება მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში ჩატარებული საარჩევნო რეფორმის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიების პროგრამების შეფასება არა მისი, არამედ საქართველოს მოქალაქეების პრივილეგიაა.
„მომწონს ისეთ ღონისძიებებზე დასწრება, სადაც პოლიტიკური პარტიები წარადგენენ თავიანთ პროგრამებს. სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ განვითარებებზე დაკვირვება ყველა საელჩოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და საინტერესოა ამის გაკეთება მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში ჩატარებული საარჩევნო რეფორმის შემდეგ. პროგრამების შეფასება ჩემი პრივილეგია არ არის, ეს არის საქართველოს მოქალაქეების პრივილეგია. დარწმუნებული ვარ, ისინი პოლიტიკური პარტიების პროგრამებს შეისწავლიან. გადაწყვეტენ, მოიცავს თუ არა ეს პროგრამები იმ სფეროებს, რომლითაც ისინი დაინტერესებულები არიან. შეიცავს თუ არა ისინი კონკრეტულ შეთავაზებებს, არის თუ არ ეს პროგრამები რეალისტური. ასევე, რა თქმა უნდა, ისინი შეხედავენ იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზენტაციებს აკეთებენ და იტყვიან, უნდათ თუ არა მათ, რომ ამ ადამიანებმა ქვეყანა მართონ, ენდობიან თუ არა ისინი ამ ადამიანებს. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაღელევებლი პროცესი. მოდით, ვიზეიმოთ ის, როგორც დემოკრატიის დღესასწაული”, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.