ჰოსეინ სალამი - „ისლამის არმია“ ბრძანებას ელოდება, რომ ისრაელის „ბოროტი რეჟიმი“ გაანადგუროს
სირიაში მყოფი „ისლამის არმია“ ბრძანებას ელოდება, რომ ისრაელის „ბოროტი რეჟიმი“ გაანადგუროს,- ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ განაცხადა. ჰოსეინ სალამის თქმით, ისრაელის წინაშე არსებული საფრთხე ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ოდესმე ყოფილა.
„ისრაელის სიონისტური რეჟიმი წარმოადგენს საფრთხეს მთელი მუსლიმური სამყაროსთვის. ეს ფილოსოფია სწორედ ამ რეჟიმმა დააფუძნა“, – აღნიშნა სალამიმ.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მტერთან საბრძოლველად თეირანი სამხედრო ძალას ლიბანშიც ქმნის.
„ლიბანურ ჰეზბოლას 100 ათასი რაკეტა აქვს. ჰეზბოლას დღეს უზარმაზარი ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია სიონისტური რეჟიმი დამოუკიდებლად დაანგრიოს. ისრაელს სტრატეგიულ-თავდაცვითი სიღრმე არ გააჩნია“ – თქვა ჰოსეინ სალამიმ.