ჰოსეინ სალამი - ირანის მტრებთან დაპირისპირების ერთადერთი საშუალება არის წინააღმდეგობა და არა დიპლომატია
აშშ-ის გასვლის შემდეგ ევროკავშირს ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება დამოუკიდებლად არ შეუძლია – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ განაცხადა. ბრიგადის გენერალ ჰოსეინ სალამის თქმით, ირანის მტრები ზეწოლის განხორციელებას ეკონომიკური სანქციების საშუალებით ცდილობენ.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მტრებთან დაპირისპირების ერთადერთი საშუალება წინააღმდეგობაა და არა დიპლომატია.
ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს ირანის სულიერი ლიდერიც. აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, საეჭვოა, რომ ევროპული ქვეყნები ირანის ინტერსების დაცვას შეძლებენ.
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 8 მაისს განაცხადა.