ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი - პაკისტანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, პაკისტანთან თანამშრომლობა მათ მიწაზე ტერორისტული ბანაკების განადგურების მიზნით აუცილებელია
პაკისტანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ორი ქვეყნის თანამშრომლობა პაკისტანის მიწაზე ტერორისტული ბანაკების განეიტრალებასა და განადგურების მიზნით აუცილებელია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა პაკისტანელ კოლეგასთან, ჯალილ აბას ჯილანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული დაბომბვა ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავდა მიზნად, რადგან 50-ზე მეტი ტერორისტი ემზადებოდა ირანის წინააღმდეგ ტერაქტის განსახორციელებლად, რაც არ მოხდა ირანული ძალების დროული მოქმედების გამო.
თავის მხრივ, პაკისტანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში საერთო მიდგომა არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველი და პაკისტანი ყოველთვის ხაზს უსვამს ირანთან ძმურ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს.
„ჩვენ ვართ დიდი ხნის მეზობლები და მუსლიმები, ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორისტებმა და თეირანისა და ისლამაბადის ურთიერთობის მტრებმა ბოროტად გამოიყენონ ეს. თანამშრომლობა და ძმობა ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანია“, – განაცხადა ჯალილ აბას ჯილანიმ.