ჰონგ კონგში სილამაზის სალონები, ბარები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები იხსნება
ჰონგ კონგში შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, სილამაზის სალონები, ბარები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები იხსნება.
აღნიშნული დაწესებულებების მფლობელები ვალდებულნი იქნებიან, როგორც თანამშრომლებს, ასევე სტუმრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარონ და უზრუნველყონ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჰონგ კონგში „კოვიდ 19“-ის 1 045 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია ოთხი ადამიანი, ხოლო ვირუსისგან 944 ადამიანი განიკურნა.