ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო საბჭოს შენობაზე იერიში მიიტანეს
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო საბჭოს შენობაზე იერიში მიიტანეს

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო საბჭოს შენობაზე იერიში მიიტანეს. დემონსტრანტებმა შუშები ჩაამსხვრიეს და შენობაში შესვლა სცადეს.

მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრში რამდენიმე გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა წიწაკის აეროზოლი გამოიყენეს.

ჰონგ-კონგში აქციები ავტონომიური მთავრობის კანონპროექტის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაცემას ითვალსწინებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომასა და კანონპროექტის სრულად გაწვევას ითხოვენ.