ჰონგ კონგში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებენ. დემონსტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს.
მათ შორის არიან ოჯახები, რომლებსაც მიტინგზე თან ბავშვებიც ახლავთ.
დემონსტრაციის მონაწილეებს ხელში ყვითელი ბუშტები და პლაკატები უჭირავთ წარწერით „არ გამოიყენო ცრემლსადენი აირი, გადაარჩინეთ ჩვენი შვილები“.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობას მართავენ.
ჰონგ კონგში დღეს სულ სამი მიტინგია დაგეგმილი. მთავრობამ აქციების ჩატარების ნებართვა უკვე გასცა.
ჰონგ კონგში მიტინგები ივნისის შემდეგ არ წყდება. აქციები ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონპროექტის გამო დაიწყო და ანტისამთავორობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
მხოლოდ გასულ კვირას აქციების დროს ჰონგ კონგში 1 100 ადამიანი დააკავეს.