ჰონგ-კონგში პოლიცია არასანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
ჰონგ-კონგში პოლიცია არასანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

ჰონგ-კონგში პოლიცია არასანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქცია, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან შეუთანხმებლად დაიგეგმა, ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინაროებდა.

მანიფესტაციის მონაწილეები გასულ კვირად გამართული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. დემონტრანტების დასაშლელად სამართალდამცავებმა ისევ სპეციალური საშუალებები და მათ შორის ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ჰონგ-კონგში უკვე შვიდი კვირაა არასამთავრობო აქციები იმართება, რომელიც მონაწილეებიც ექსტრადიციის შესახებ კანონში სადავო ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ. კერძოდ, საქმე ეხება რეგულაციას, რომელიც საშუალებას იძლევა მძინმე დანაშაულში ბრლადებული პირები ჩინეთში გააგზავნონ.

აქციების გამო ჰონგ -კონგის ხელისუფლებამ კანონში ცვლილებების შეტანა დროეიბით გადადო, თუმცა აქციები მაინც არ წყდება. ამჯერად დემონსტრატნები აქციის მონაწილეთა დარბევაში მონაწილე პოლიცილების დასჯას ითხოვენ.