ჰონგ კონგში მიმდინარე დემონსტრაცია კვლავ მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. დღის პირველ მონაკვეთში ჰონგ კონგის ცენტრალურ ნაწილში საბჭოში დემოკრატიული პარტიის 100-მა კანდიდატმა შეხვედრა მოაწყო. სამართალდამცველებმა კი მათ მხარდასაჭერად მისული აქტივისტების დაშლა სცადეს. მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ ამ დროს დაიწყო.
სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტების ნაწილმა ნაწილმა კი პოლიციის მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა.
სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ხელჩართული დაპირისპირება საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ოფისთანაც მოხდა. ამის გამო გარკვეული პერიოდი საინფორმაციო სააგენტოს შენობა დაბლოკილი იყო. რამდენიმე ათეულმა პირმა „სინხუას“ შენობაზე თავდასხმაც სცადა.
არეულობის ფარგლებში სამართალდამცველებმა ათობით აქტივისტი დააკავეს.
ჰონგ კონგში დემონსტრაციები უკვე 22-ე კვირაა იმართება. მასშტაბური მანიფესტაციების წევრები თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ არსებული კანონპროექტის წინააღმდე გამოდიოდნენ. ახლა აქტივისტები დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.