ჰონკონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა ცრემლმდენი აირი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს.
ანტისამთავრობო აქცია შობას დაემთხვა. მომიტინგეთა ნაწილს სანტა კლაუსის ქუდები ეხურა. დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა აქცია-პერფორმანსი რამდენიმე სავაჭრო ცენტრში გამართა, მეორე ნაწილი კი ქუჩაში გავიდა.
აქტივისტებმა ბარიკადების მოწყობა და გზების ჩახერგვა სცადეს. რამდენიმე მომიტინგემ ერთ-ერთი ბანკის ფილიალს ცეცხლი წაუკიდა.
აქციები ჰონკონგში ივნისის შემდეგ არ წყდება. თავდაპირველად დემონსტრანტები ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი მათ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.