ჰონგ კონგში დემონსტრანტები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, „გაათავისუფლოს ჰონგ კონგი“
ჰონგ კონგში საპროტესტო აქციების მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, „გაათავისუფლოს ჰონგ კონგი“.
ამ ლოზუნგით დემონსტრაცია ჰონგ კონგში აშშ-ის საკონსულოსთან იმართება.
მომიტინგეებს ხელში ამერიკული დროშები და პლაკატები უჭირავთ წარწერით – „მადლობა ტრამპ“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰონგ კონგში დემონსტრაციების მონაწილეთა მხარდამჭერ კანონს გასულ კვირას ხელი მოაწერა. ამ ნაბიჯს ჰონგ კონგის ხელისუფლებისა და ჩინეთისგან კრიტიკა მოჰყვა.