ჰონგ კონგში ჩინეთის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველი ადამიანი დააკავეს
ჰონგ კონგში ჩინეთის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, პირველი ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი საპროტესტო აქციაში ჰონგ კონგის დამოუკიდებლობის დროშით მონაწილეობდა.
30 ივნისს, პოლიციის ხელმძღვანელებს დაევალათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც შემჩნეული იქნება დამოუკიდებლობის დროშით ან დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებებით, უნდა დააკავონ.
ბრიტანეთის მმართველობის დასრულების 23 წლისთავისადმი მიძღვნილი აქციის დასაშლელად, პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა.
„ბიბისის“ ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების კანონი გამოყოფის, დივერსიის და ტერორიზმის წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
ჰონგ კონგი ბრიტანეთმა ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, 50 წლის განმავლობაში გარკევული თავისუფლებები შენარჩუნებული უნდა იყოს.