ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეების ჯგუფმა პოლიციას ქოლგები და პლასტმასის ბოთლები ესროლა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა წიწაკის აირი გამოიყენეს. შეტაკების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაპირისპირება ქალაქ შა ტინში მოხდა, რომელიც ჰონგ-კონგის კუნძულს და კონტინენტურ ჩინეთს შორის მდებარეობს. სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეტაკებამდე ათი ათასობით დემონსტრანტმა ექსტრადიციის სადავო კანონპროექტი ქალაქის ქუჩებში გააპროტესტა.

ჰონგ-კონგს ჩინეთისგან 1997 წლის შემდეგ ავტონომიური უფლებები 50 წლით აქვს მინიჭებული. ჰონგ-კონგის მოსახლეობა შიშობს, რომ ექსტრადიციის კანონპროექტი შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტების მიერ იქნას გამოყენებული. კანონპროექტი მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებს.