ჰონგ-კონგის ლიდერი აცხადებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ჰონგ-კონგში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული არიან
ჰონგ-კონგის ლიდერი აცხადებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ჰონგ-კონგში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული არიან

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი აცხადებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმით, რაც ჰონგ-კონგში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება.

ლამის თქმით, ეკონომიკური ვარდნა ქვეყანას ცუნამივით დაატყდა თავს.

ქალაქში აქციები უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს. დღეს დემონსტრანტები მჯდომარე სამდღიან აქციას ჰონგ-კონგის აეროპორტში მართავენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ექსტრადაციის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, მთავრობამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა, თუმცა აქციის მონაწილეები მის გაუქმებას ითხოვდნენ. მათ მოთხოვნებს დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და კერი ლამის გადადგომა.