ჰონდურასის პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამის ინფორმაციას ჰონდურასის პრეზიდენტი თავად ადასტურებს. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულია მისი მეუღლეც.
როგორც ხუან ერდნანდესმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა, მან თავი შეუძლოდ გასული კვირის ბოლოს იგრძნო.
ჰონდურასის პრეზიდენტი აცახდებს, რომ მას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს. მისი თქმით, საკმარისი ენერგია აქვს მუშაობის გასაგრძელებლად.