ჰონდურასის ერთ-ერთ ციხეში დაპირისპირების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა
ჰონდურასის ერთ-ერთ ციხეში დაპირისპირების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ჰონდურასის ერთ-ერთ ციხეში დაპირისპირების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს პატიმართა ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ქვეყნის მთავრობამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.