ჰონდურასის სანაპიროზე სათევზაო ნავის კატასტროფის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა
ჰონდურასის სანაპიროზე სათევზაო ნავის კატასტროფის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

ჰონდურასის სანაპიროზე სათევზაო ნავის კატასტროფის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

„ბიბისის“ ცნობით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსკიტების სანაპიროზე მოხდა. ოპერაციის დროს მაშველებმა 47 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

როგორც ცნობილია, ჰონდურასელმა მეთევზეებმა ზღვაში გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ომარებზე თევზაობის აკრძალვა გააუქმა. კატასტროფის დროს ნავის კაპიტანმა სანაპიროზე განგაშის სიგნალი გაგზავნა, თუმცა ნავი მალევე ჩაიძირა.

ინციდენტის მიზეზი ჯერ უცნობია, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ცნობით, ნავზე ადამიანები გადაჭარბებული რაოდენობით იმყოფებოდნენ.