ჰონდურასში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა
ჰონდურასში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა

ჰონდურასში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი სახანძრო სამსახური ავრცელებს.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ავტობუსი ხიდს დაეჯახა, შემდეგ კი მდინარეში ჩავარდა. მედიის ცნობით, შემთხვევა დედაქალაქიდან დაახლოებით 41 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ოფიციალური პირების თქმით, მძიმედ დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანითა და ვერტმფრენით გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში.