ჰოლი ჰოლმის შთამბეჭდავი გამარჯვება ირენე ალდანასთან - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
ჰოლი ჰოლმის შთამბეჭდავი გამარჯვება ირენე ალდანასთან - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები

აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე აბსოლუტური ჩემპიონატის მორიგი ქარდი შედგა. მთავარი ბრძოლა ქალთა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (bantamweight) ყოფილ ჩემპიონ ჰოლი ჰოლმსა და ირენე ალდანას შორის ჩატარდა. 38 წლის ჰოლმმა დომინანტური წარმოდგენა შემოგვთავაზა და მექსიკელი მეტოქე დამაჯერებლად, მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (50-44, 50-45 და 50-45)

კარლოს ფელიპემ იორგან დე კასტროს ასევე მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით (30-27, 30-27 და 29-28) სძლია.

ჯერმეინ დე რენდომიემ ჯულიანა პენიას მომგუდავი ილეთით მოუგო.

კაილერ ფილიპსმა კამერონ ელსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

სერბმა დუშკო ტოდოროვიჩმა დექუან ტაუნსენდს ასევე ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

ოქტაგონზე დაბრუნებულმა კარლოს კონდიტმა კორტ მაკგი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27 და 30-27)

ჩარლს ჟურდეინისა და ჯოშ კულიბაოს ბრძოლა ფრედ დასრულდა (30-27, 28-29 და 28-28)

ნასურდინ იმავოვმა ჯორდან ვილიამსზე უკეთ წარმართა ბრძოლა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (29-27, 29-27 და 29-28)

ლომა ლუკბუნმიმ ჯინ იუ ფრეის სძლია (30-27, 30-27 და 29-28)

კესი კენიმ დომინანტური გამარჯვება ჰეილი ალატანგთან ბრძოლაში მოიპოვა (30-25, 30-26 და 30-27)

ლუიჯი ვენდრამინიმ ტექნიკური ნოკატით დაამარცხა ჯესინ აიარი.