ჰოლანდიის პრემიერი აცხადებს, რომ დაზარალებული ეკონომიკების დახმარების გეგმაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დაზარალებული ეკონომიკების დახმარების გეგმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა გეგმა შესაძლოა, მაინც არ დაამტკიცონ.
„გუშინ, იყო მომენტები, როდესაც ჩვენი დისკუსია არც ისე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ვფიქრობ, მთლიანობაში წინ მივდივარ“, – განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირში კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების დახმარების გეგმის გამო, მესამე დღეა, ჩიხში არიან. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, მოლაპარაკებებში გეგმის მთავარი მოწინააღმდეგე ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრია.