ჰოლანდიელი ფერმერები აქციას მართავენ. ისინი საკუთარი საქმიანობის პატივისცემას ითხოვენ.
ფერმერების ნაწილი აქციაზე ტრაქტორით მივიდა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფერმერებს ნეგატიური იმიჯი აქვთ.
„ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ცხოველებს, არ ვართ ადამიანები, რომლებიც აბინძურებენ გარემოს. ჩვენც გვაქვს გული, რომლითაც ამ ბიზნესს ვაკეთებთ“, – აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებთან შეხვედრას გეგმავს.