ჰოლანდიაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდკაციანი ჯგუფი დააკავეს
ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდკაციანი ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტერაქტის გეგმა, ე.წ. შაჰიდის ქამრისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ასევე ავტომობილის დანაღმვას ითვალისწინებდა.
ახლა სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ თავდასხმის სავარაუდო სამიზნეები. პოლიცია დაჯგუფების კვალზე, ერთ-ერთი წევრის საეჭვო ქმედებების შედეგად, ჯერ კიდევ აპრილში გავიდა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები თავდასხმისთვის მზადების პროცესის დაწყების შემდეგ აიყვანეს.