ჰოხფილცენში სპრინტი კაცებში ლეგრეიდმა, ხოლო ქალებში ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი
ჰოხფილცენში სპრინტი კაცებში ლეგრეიდმა, ხოლო ქალებში ეკჰოფმა მოიგო | ბიატლონი

ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს. გუშინ ორი რბოლა გაიმართა – სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე.

კაცებში ასპარეზობა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიელი სტურლა ჰოლმ ლეგრეიდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე და მესამე ადგილებიც ნორვეგიელებმა – იოჰანეს დალემ და იოჰანეს ბომ მოიპოვეს.

სპრინტი ქალებშიც ნორვეგიელთა სრული დომინაციით წარიმართა. პირველ ადგილზე ტირილ ეკჰოფი გავიდა, მეორე ადგილი ინგრიდ ტანდრევოლდმა, ხოლო მესამე ადგილი მარტა როისელანდმა დაიკავა.

მსოფლიო თასის სამი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 344 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 319 ქულით ასევე ნორვეგიელი მარტა როისელანდი იკავებს.

დღეს ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე გაიმართება.