ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით კაცებში ბომ მოიგო | ბიატლონი
ჰოხფილცენში რბოლა გამოდევნებით კაცებში ბომ მოიგო | ბიატლონი

ავსტრიის ქალაქ ჰოხფილცენში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე კაცებში რბოლა გამოდევნბით 12.5კმ-ზე გაიმართა, რომელიც დამაჯერებლად წლევანდელი საერთო ჩათვლის ლიდერმა, იოჰანეს ბომ მოიგო.

მეორე ადგილზე რუსი ალექსანდრ ლოგინოვი გავიდა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ფრანგი ემილიენ ჟაკლინი გახდა. დღეს ჰოხფილცენში ქალებში რბოლა გამოდევნებით 10კმ-ზე და ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას კაცებში 211 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 156 ქულით იტალიელი დოროტეა ვირერი იკავებს.