ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე ესტაფეტა ქალებში 4*6 კმ-ზე გაიმართა, რომელიც ნორვეგიის ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო, მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი შვედეთის ნაკრებმა დაიკავა. მსოფლიო თასზე დღესვე რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო თასის მესამე ეტაპის პირველ დღეს ჰოხფილცენში ორი რბოლა გაიმართა – სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე. კაცებში გამარჯვება ნორვეგიელმა იოჰანეს დალემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილზე ფრანგი ბიატლონისტები ფილონ მაიე და ფაბიენ კლაუდე გავიდნენ. ქალებში სპრინტი ყველასთვის მოულოდნელად ბელარუსმა დინარა ალიმბეკოვამ მოიგო, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფი გავიდა, მესამე ადგილი კი გერმანელმა ბიატლონისტმა ფრანსისკა პრეუსმა დაიკავა.
მსოფლიო თასის ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლას კაცებში 253 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 216 ქულით შვედი ჰანა ოებერგი იკავებს.