ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „სან-ხოსეს“ თავდამსხმელი ჯო პაველსკი გახდა, რომელმაც „დეტროიტთან“ შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა (5:3).
მეორე – „ვაშინგტონის“ ფორვარდი ნიკლას ბეკსტრემია, მან „ნიუ-იორკთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა(6:5 ОТ).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი „მინესოტას“ შემტევს რაიან დონატოს ერგო, რომელმაც გოლი „სენტ-ლუისთან“ მატჩში გაიტანა (2:1 ОТ).