ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „სან-ხოსეს“ თავდამსხმელი ჯო პაველსკი გახდა, რომელმაც „დეტროიტთან“ შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა (5:3).

მეორე –  „ვაშინგტონის“ ფორვარდი ნიკლას ბეკსტრემია, მან „ნიუ-იორკთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა(6:5 ОТ).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „მინესოტას“ შემტევს რაიან დონატოს ერგო, რომელმაც გოლი „სენტ-ლუისთან“ მატჩში გაიტანა (2:1 ОТ).