ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი მონრეალის თავდამსხმელი ბრენდან გალახერი გახდა, რომელმაც ფილადელფიასთან შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა (5:1).
მეორე – ნიუ-ჯერსის მეკარე კორი შნაიდერია, მან ოტავასთან შეხვედრაში 30 შაიბა მოიგერია.(4:0).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ტამპას ფორვარდ ნიკიტა კუჩეროვს ერგო, რომელმაც ბაფალოსთან მატჩში გოლი გაიტანა (2:1) და მიმდინარე სეზონში 100 (30+70) ქულა დააგროვა.