ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი მონრეალის თავდამსხმელი ბრენდან გალახერი გახდა, რომელმაც ფილადელფიასთან შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა (5:1).

მეორე – ნიუ-ჯერსის მეკარე კორი შნაიდერია, მან ​ოტავასთან შეხვედრაში 30 შაიბა მოიგერია.(4:0).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ტამპას ფორვარდ ნიკიტა კუჩეროვს ერგო, რომელმაც ბაფალოსთან მატჩში გოლი გაიტანა (2:1) და მიმდინარე სეზონში 100 (30+70) ქულა დააგროვა.