ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი ტამპას რუსი თავდამსხმელი ნიკიტა კუჩეროვი გახდა, რომელმაც 5 (2+3) ქულა დააგროვა კოლუმბუსთან მატჩში (5:1). ის ბომბარდირთა სიას 99 (29+70) ქულით ლიდერობს.
მეორე – ჩიკაგოს მოთამაშე ალექს დებრინკეტია, მის ანგარიშზეც 5 (3+2) ქულაა ოტავასთან შეხვედრაში (8:7).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი სან-ხოსეს ფორვარდ ჯო თორნტონს ერგო, რომელმაც ბოსტონთან მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა (6:5 ОТ).