ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

12:01, 19.02.2019

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი ტამპას რუსი თავდამსხმელი ნიკიტა კუჩეროვი გახდა, რომელმაც 5 (2+3) ქულა დააგროვა კოლუმბუსთან მატჩში (5:1). ის ბომბარდირთა სიას 99 (29+70) ქულით ლიდერობს.

მეორე – ჩიკაგოს მოთამაშე ალექს დებრინკეტია, მის ანგარიშზეც 5 (3+2) ქულაა ​ოტავასთან შეხვედრაში (8:7).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი სან-ხოსეს ფორვარდ ჯო თორნტონს ერგო, რომელმაც ბოსტონთან მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა (6:5 ОТ).

მსგავსი