ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ნიუ-ჯერსის“ მეკარე კორი შნაიდერი გახდა, რომელმაც „მინესოტასთან“ შეხვედრაში 15 შაიბა მოიგერია (5:4 OT).
მეორე – „რეინჯერსის“ თავდამსხმელი ვლადისლავ ნამესტნიკოვია, მის ანგარიშზე „ბაფალოსთან“ შეხვედრაში 3 (2+1) ქულაა (6:2).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი „კაროლინას“ შვეიცარიელ ფორვარდ ნინო ნიდერაიტერს ერგო, რომელმაც „ედმონტონთან“ მატჩში დუბლი გაიფორმა (3:1).