ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „ნიუ-ჯერსის“ მეკარე კორი შნაიდერი გახდა, რომელმაც „მინესოტასთან“ შეხვედრაში 15 შაიბა მოიგერია (5:4 OT).

მეორე – „რეინჯერსის“ თავდამსხმელი ვლადისლავ ნამესტნიკოვია, მის ანგარიშზე ​„ბაფალოსთან“ შეხვედრაში 3 (2+1) ქულაა (6:2).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „კაროლინას“ შვეიცარიელ ფორვარდ ნინო ნიდერაიტერს ერგო, რომელმაც „ედმონტონთან“ მატჩში დუბლი გაიფორმა (3:1).