ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეთა პროფკავშირი თერაპიული მიზნებისთვის მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხს წამოწევს, ამის შესახებ გამოცემა TSN წერს.
მსგავსი გადაწყვეტილება კანადის ტერიტორიაზე 2018 წლის პირველი ივლისიდან მარიხუანას ლეგალიზაციას უკავშირდება. ეს ნარკოტიკი არ შედის აკრძალული პრეპარატების რიცხვში, მაგრამ მისი გამოყენება აკრძალულია NHL-სა და პროფკავშირის მიერ წამოწყებული პროგრამით, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას ებრძვის.
როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, ლიგა მხარს არ უჭერს ამ იდეას, მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ მარიხუანა მოთამაშეს ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში, NHL დაფიქრდება მის გამოყენებაზე.
26 ოქტომბერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი კომისარი დევიდ სტერნი ასევე გამოვიდა მარიხუანას ლეგალიზაციის წინადადებით. სააგენტო Assotiated Press-თან კომენტარში მან აღნიშნა, რომ ეს ნარკოტიკი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნებით.