ჰიზერ ნაუერტი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მივუდგეთ
ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების გაცილებით აქტიური მუშაობის ხილვა სურს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
ჰიზერ ნაუერტის თქმით, ევროპული სახელმწიფოების აქტივობა სანქციებთან ერთად ჩრდილოეთის ნაკად 2-საც უნდა შეეხოს. პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა გაზსადენი მილის მშენებლობის მხარდაჭერის საკითხს უნდა გადახედონ.
„ყირიმში, უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო, მის წინააღმდეგ სანქციები ბევრმა ქვეყანამ დააწესა, თუმცა აღნიშნული აკრძალვებიდან ბევრი არ ხორციელდება. აღნიშნულ საკითხს ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების პრესსპიკერმა.