აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი წითლად შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
2.1 მეტრის სიმაღლის ქანდაკება ჰიუსტონის ერთ-ერთ პარკში 1992 წლიდან დგას. აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული გამოსვლების ფონზე, მთელი ქვეყნის ფარგლებში, კოლუმბის ძეგლებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მაიამიში მოხდა, სადაც ქანდაკება ასევე წითლად შეღებეს. „სიბიეს ნიუსის“ ინფორმაციით, ვანდალურ აქტთან დაკავშირებით, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. ბოსტონში კი, ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოსტეხეს.
რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტები აშშ-ში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლების აღებას ითხოვენ, რომლებიც კოლონიალიზმთან ან მონათმფლობელობასთან იყვნენ კავშირში.