ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დონალდ ტრამპს მიმართავს - რაიმე კონსტრუქციულის თქმა თუ არ შეგიძლიათ, საერთოდ ნურაფერს იტყვით
ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დონალდ ტრამპს მიმართავს - რაიმე კონსტრუქციულის თქმა თუ არ შეგიძლიათ, საერთოდ ნურაფერს იტყვით

„მინდა, ამერიკის პრეზიდენტს ამ ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელების სახელით ვუთხრა, – თუ რაიმე კონსტრუქციულის თქმა არ შეგიძლიათ, საერთოდ ნურაფერს იტყვით“, – ამის შესახებ ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არტ ავეკადომ „სიენენის“ ჟურნალისტ ​ქრისტინ ამანპურთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა​ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ არაფერი თქვას, რადგან მისი სიტყვები ახალგაზრდების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

„ეს არ არის ჰოლივუდი, ეს რეალური ცხოვრებაა“, – განაცხადა პოლიციის უფროსმა.

არტ ავეკადომ მოსახლეობასაც მიმართა და სთხოვა, გააგრძელონ პროტესტის გამოხატვა მშვიდობიანი ფორმით, საკუთარი არჩევანი კი საარჩევნო ყუთებთან გააკეთონ.