2017-18 წლების რეგულარული სეზონის ჩემპიონი “ჰიუსტონ როკეტსი” აპირებს, ზაფხულში გაიფორმოს “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ, შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.
გარდა ამისა, “როკეტსი” შემადგენლობის გაძლიერებას “ოკლაჰომას” ფორვარდ პოლ ჯორჯით გეგმავს, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ლებრონის გაფორმება აგრეთვე სურთ “მაიამისა” და “ნიუ იორკს”.
შეგახსენებთ, “ჰიუსტონმა” 2017-18 წლების პლეი ოფში დასავლეთი კონფერენციის ფინალამდე მიაღწია და იქ “გოლდენ სტეიტთან” 3:4 წააგო.