ჰიროსიმას პრეფექტურაში მდინარე ენოკის ადიდების გამო, 23 ათასამდე მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოცხადდა
ჰიროსიმას პრეფექტურაში მდინარე ენოკის ადიდების გამო, 23 ათასამდე მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოცხადდა

ჰიროსიმას პრეფექტურაში მდინარე ენოკის ადიდების გამო, 23 ათასამდე მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოცხადდა.

მდინარის მიერ ჩამოტანილი ხის ნარჩენები, თიხა და ქვიშა ხიდთან დაგროვდა, რამაც წყლის შეგუბება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. წყალი მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლებში შეიჭრა.

ჰიროსიმას პრეფექტურა ტაიფუნ „მარიას“ შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დატბორა. სტიქიას იაპონიაში საერთო ჯამში, 134 ადამიანი ემსხვერპლა.