ჰიმალაის მთათა სისტემაში ვერტმფრენი გაუჩინარდა. ამის შესახებ Himalayan Times-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ნეპალის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ავიაკომპანია Altitude Air-ის ვეტრმფრენი, რომელშიც ექვსი მგზავრი იმყოფებოდა, ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე რადარებიდან გაქრა.
როგორც ცნობილია, საფრენი აპარატით ერთ-ერთი სოფლიდან კატმანდუს მიმართულებით პაციენტი გადაჰყავდათ.
ბორტზე ხუთ ნეპალელთან ერთად, ერთი იაპონელი ტურისტი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური წარმომადგენლებმა სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყეს. ბორტზე მყოფი მგზავრების და პილოტის ბედი ჯერ უცნობია.