ჰილარი კლინტონი - ვიქტორ ორბანის ავტოკრატიული რეჟიმის დასასრული გამარჯვებაა არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დემოკრატიას აფასებენ
ვულოცავ „ტისას“, მომავალ ლიდერს, პიტერ მაგიარს და უნგრელებს ყველგან, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ გამარჯვებას.
„ვიქტორ ორბანის ავტოკრატიული რეჟიმის დასასრული გამარჯვებაა არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელ მსოფლიოში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დემოკრატიას აფასებენ“, – წერს ჰილარი კლინტონი სოციალურ ქსელში.
ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს
აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.