ჰილარი კლინტონი - რუსეთის აგრესია, რომლის მაგალითიც ვნახეთ საქართველოში, გვიჩვენებს, რომ ევროპასა და აშშ-ს კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო
ჰილარი კლინტონი - რუსეთის აგრესია, რომლის მაგალითიც ვნახეთ საქართველოში, გვიჩვენებს, რომ ევროპასა და აშშ-ს კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო

ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესია, რომლის მაგალითიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში და უკრაინაში იხილა, აჩვენებს, რომ ევროპასა და აშშ-ს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა „ატლანტიკურ საბჭოში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე ისევ მჯერა, რომ ნატო-ს წარმოუდგენლად დიდი როლი აქვს. რუსეთის აგრესია, რაც ვნახეთ საქართველოში და უკრაინაში, რუსეთის აქტივობა, რომელსაც ახლა ბელარუსში ვხედავთ და ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის რეგიონების დემოკრატიებისთვის, აჩვენებს რომ აშშ-ს, ევროპასა და კანადას ბევრი აქვთ სამუშაო, რათა ჩვენი დემოკრატიული ალიანსი განვამტკიცოთ და კრიტიკულად შევხედოთ იმას, რაც არ გამოგვივიდა“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.