ხიკმეტ გაჯიევი- ბაქო მზადაა სომხეთის საღად მოაზროვნე პოლიტკურ ძალებთან გააგრძელოს დიალოგი
აზერბაიჯანი მზადაა მთიანი ყარაბაღის საკითხზე დიალოგი გააგრძელოს, ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა გააკეთა. ხიკმეტ გაჯიევის თქმით, ბაქო მზადაა გააგრძელოს დიალოგი „სომხეთის საღად მოაზროვნე პოლიტკურ ძალებთან“.
ამასთან გაჯიევმა განაცხადა, რომ სარგსიანის მთავრობის წევრების განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სომხეთს გაიყვანოს ჯარი მთიანი ყარაბაღიდან, რათა ესკალაციის რისკი აღმოიფხვრას.
შეგახსნებთ, ბოლო დღეების განმავლობაში მათიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებდა ცნობას, რომ კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული.