„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა
დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა.
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ პირველ ფაზაში ფოკუსირებული იყვნენ სამხედრო ობიექტებზე, რომელთა განადგურებაც ხელს შეუშლის ისრაელს, რომ მოიგერიოს მეორე ფაზაში დაგეგმილი თავდასხმები „სასურველ სამიზნეზე“, თუმცა კონკრეტული სამიზნე არ დაუსახელებიათ.
დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა.
ასევე, „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის პასუხი 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე.