„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას იწყებენ და ჯარისკაცების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს იყენებენ
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას იწყებენ და ჯარისკაცების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს იყენებენ

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას იწყებენ და ჯარისკაცების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს იყენებენ.

„ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი „ისრაელელ მტერთან დაპირისპირებაში ახალ და ესკალაციურ ფაზაზე გადადიან“ და „პირველად გამოიყენებენ მაღალი სიზუსტის რაკეტებს“.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა გუშინ რაფაში მოკლეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სპეცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი. სინვარი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში 1962 წელს დაიბადა. მან ცხოვრების დიდი წილი ისრაელის ციხეში გაატარა. 1988 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იაჰია სინვარი იყო იმ 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილ ისრაელელ სამხედროზე, გილად შალიტზე 2011 წელს გაცვალა.