„ჰეზბოლას“ პრესსპიკერი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმები მხოლოდ დასაწყისია და დაჯგუფების პრიორიტეტი ისრაელის სამხედრო დამარცხებაა
ისრაელზე „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმები მხოლოდ დასაწყისია, „ჰეზბოლას“ პრიორიტეტი ისრაელის სამხედრო დამარცხებაა, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა, მოჰამად აფიფმა განაცხადა.
მოჰამად აფიფის თქმით, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული მარაგი მწყობრშია და მისი მებრძოლები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე არიან.
„თელ ავივი მხოლოდ დასაწყისია, ისრაელმა მხოლოდ მცირე იხილა. ახლა ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია მტრის დამარცხება და მათი იძულება აგრესია შეაჩეროს. ნებისმიერი შიდა თუ გარე პოლიტიკური მცდელობა აგრესიის შეწყვეტის მიზნით დასაფასებელია, თუ ის შეესაბამება ჩვენს ყოვლისმომცველ ხედვას ბრძოლის შესახებ, მის გარემოებებთან და შედეგებთან“, – განაცხადა მოჰამად აფიფმა.