„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა - ღაზის გამარჯვება ნიშნავს პალესტინის, იერუსალიმის, წმინდა საფლავის და ყველა მეზობელი ქვეყნის გამარჯვებას
მედიის ცნობით, ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ღაზაში მცხოვრებ ხალხს მიმართა, რომ „დღე და ღამე იმუშაონ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“.
მისი თქმით, ეს „ჰეზბოლას“ პირველი მიზანია, ხოლო მეორე მიზანი ღაზის სექტორში „ჰამასის“ გამარჯვებაა.
როგორც ნასრალამ აღნიშნა, ეს ომი გარდამტეხი წერტილია.
„ღაზას გამარჯვება ნიშნავს პალესტინის, იერუსალიმის, წმინდა საფლავის და ყველა მეზობელი ქვეყნის გამარჯვებას“, – აღნიშნა ჰეზბოლას ლიდერმა.
ნასრალას განცხადებით, 8 ოქტომბრის შემდეგ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე „ჰეზბოლა“ უპრეცედენტო ბრძოლაშია ისრაელთან, ხოლო ლიბანის ფრონტის ფართო ბრძოლაში გადასვლის შესაძლებლობა რეალისტურია.
„ისრაელმა ეს უნდა გაითვალისწინოს“, – აღნიშნა ჰასან ნასრალამ.
ნასრალამ ლიბანის საზღვარზე „ჰეზბოლას“ ოპერაციები ისრაელისთვის შემაკავაბელ ფაქტორად მოიხსენია და განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო ესკალაცია ისრაელის მხრიდან იქნება „ისტორიული სისულელე“.